საზოგადოება
საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ეროვნული ვალუტა ისევ უფასურდება - ოფიციალური მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულებამ 2 ლარს და 51 თეთრს მიაღწია.
ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, სადაც 1 აშშ დოლარის შეძენა 2.54 ლარად შეიძლება.
„სავალუტო კრიზისია ქვეყანაში და სავალუტო კრიზისის დაძლევის არაგონივრულ გზას გვთავაზობს მთავრობა. მოსდით უამრავი იდეა, მათ შორის ზოგი სასაცილო და ზოგი აბსოლუტურად წარმოუდგენელია,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
კრიზისს არ უარყოფენ მმართველ პარტიაშიც და ამტკიცებენ, რომ მთავრობამ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.6670 ლარად იქნება შესაძლებელი.