პოლიტიკა
სააკაშვილი ჯონ ბეინერს შეხვდა

boehnerსაქართველოს პრეზიდენტი, უკვე მესამე დღეა, აშშ-ში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს.

როგორც რადიო "თავისუფლება" იუწყება, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ყოფნის დროს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ჯონ ბეინერსაც შეხვდა. ბეინერის განცხადებით, მოლაპარაკებებზე თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე საქართველოში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე, თბილისის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ასევე, რადიო "თავისუფლების" ცნობით, ბეინერმა მადლობა გადაუხადა სააკაშვილს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო უწევს აშშ-ს ტერორიზმთან ბრძოლაში ავღანეთისა და ერაყის ტერიტორიაზე.