უცხოეთი
დნეპრის მერი მიხეილ სააკაშვილის ფსიქიატრიულ შემოწმებასა და მის ექსტრადირებას ითხოვს

  საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის ქალაქ დნეპრის მერი ბორის ფილატოვის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილი დეპორტაციას ითხოვს.  ფილატოვის უკმაყოფილების მიზეზი გახდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მიტინგზე გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინაში დეცენტრალიზაცია საჭირო არ არის.

 როგორც ბორის ფილატოვი სოციალურ ქსელში წერს, თუ მიხეილ სააკაშვილი მართლაც ამას ამბობს, მაშინ ის ეწერება მათ რიცხვში, ვინც ყოფილი გუბერნატორის ექსტრადირებას ითხოვს.

 ამას გარდა, დნეპრის მერი მიხეილ სააკაშვილისთვის იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებასა და ნარკოტიკზე შემოწმებას ითხოვს.

 “და საერთოდ, მას სჭირდება იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ის ავად არის და ძალიან საშიშია. ასევე მისი ნარკოტიკებზე შემოწმება ცუდი არ იქნებოდა”, - წერს ბორის ფილატოვი “ფეისბუქში”.

 დნეპრის მერის თქმით, უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოდელი პუტინის მოდელისგან არ განსხვავდება.