პოლიტიკა
პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს

  საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. შესაბამისი გადაწყვეტილება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო. კომიტეტის გადაწყვეტილებას ოპოზიცია აკრიტიკებს და უმრავლესობას ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაციაში ადანაშაულებს.

 ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში განსახილველად 2013 წელს შევიდა, თუმცა კანონმდებლებს ის ამ დრომდე არ განუხილავთ. ცვლილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.

 ასევე, პარლამენტი აღარ იმსჯელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ.