საზოგადოება
საქსტატის ყოფილ შენობაში ბიზნეს-ცენტრი იქნება

auction-sale12 იანვარს გამართულ აუქციონზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის “საქსტატის” შენობა გაიყიდა. მისი მფლობელი შპს “4 პეკინი” გახდა, რომელმაც ობიექტი 4 200 000 აშშ დოლარად შეიძინა.

როგორც მისმა გენერალურმა დირექტორმა რამაზ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქსტატის ყოფილ შენობაში თანამედროვე ბიზნესცენტრი განთავსდება.

თუმცა მან არ დააკონკრეტა თუ რა მოცულობის ინვესტიცია გამოიყოფა შენობის რებილიტაციისათვის.

 

საქსტატის ყოფილი შენობა თბილისში, პეკინის ქუჩა № 4-ში მდებარეობს. ის აუქციონზე მეორედ იყო გატანილი. მისი საწყისი გასაყიდი ფასი 4 150 000 აშშ დოლარი იყო.