სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

  საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი.  შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, .. თბილისში დააკავეს.

 სამართალდამცველებმა დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი, გადაჭრილი თოფი - ე.წ. აბრეზი, კუსტარულად დამზადებული რევოლვერი და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.