უცხოეთი
პუტინი: რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება! (ვიდეო)

  საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების პრემიის გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. ღონისძიების დროს პრეზიდენტმა, გეოგრაფიაში ცოდნის შესამოწმებლად, რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ორ ბიჭუნასს – ტიმოფეი ცოის და მიროსლავ ოსკირკოს სტავროპოლის მხარიდან.

 9 წლის მიროსლავმა განაცხადა, რომ იცის „ყველა დედაქალაქი, ქვეყნების ყველა კონტური“. მაშინ პუტინმა ჰკითხა: „სად მთავრდება რუსეთის საზღვრები?“ „რუსეთის საზღვრები მთავრდება აშშ–სთან ბერინგის სრუტით...“ – დაიწყო პასუხის გაცემა მიროსლავმა. „რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება! – მაშინვე განაცხადა პუტინმა (ვიდეო იხ. აქ). „თუმცა, ეს ხუმრობაა“, – დასძინა პრეზიდენტმა.

 ასევე პუტინმა სთხოვა 5 წლის ტიმოფეის, დაესახელებინა ქვეყანა, რომლის დედაქალაქიც უაგადუგუა. ტიმოფეიმ უპასუხა – „ბურკინა ფასო“. პუტინი ჩაეკითხა: „რა ეწოდებოდა ამ ქვეყანას უწინ?“, რაზეც ბიჭუნამ უპასუხა: „რაღაც ზემო... ვოლტა!“ „ყოჩაღ! Yes! – წამოიძახა პუტინმა.