აქტუალური
მე-17 წელია, ჰონკონგსა და სინგაპურს პირველი და მეორე ადგილები უკავიათ ინდექსში. მათ მოსდევენ ავსტრალია, ახალი ზელანდია და შვეიცარია. პირველ ათეულში არიან ასევე კანადა, ირლანდია, დანია, აშშ და ბაჰრეინი. პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ესტონეთს, ის მე-14 ადგილზეა. მას მოსდევენ ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი და ფინეთი, საქართველომ 29-ე ადგილი დაიკავა . იგი ერთი ადგილით ჩამორჩება ჩეხეთის რესპუბლიკას. ესტონეთისა და ჩეხეთის გარდა, საქართველოს უსწრებს ლიტვა (24-ე ადგილი).
ინდექსის განმარტებით, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთო შეფასება გასული წლიდან დიდად არ შეცვლილა.