უცხოეთი
პუტინის მოღვაწეობის მოწონების რეიტინგმა 2012 წლიდან მაქსიმუმს მიაღწია – 86%

   საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. რფ–ის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინის მოღვაწეობას 2012 წელს რუსების 63% იწონებდა, ახლა კი – 86%. პუტინის მუშაობით უკმაყოფილოა მხოლოდ რუსების 14%.

 დიმიტრი მედვედევის საქმიანობას რფ–ის პრემიერ–მინისტრის პოსტზე იწონებს 52%, უკმაყოფილოა 47%.

 რფ–ის მთავრობის მუშაობით კმაყოფილია მოქალქეთა 52%, უკმაყოფილოა 49%.

 სახელმწიფო დუმის საქმიანობას იწონებს რესპონდენტთა 44%, უკმაყოფილოა 54%.

 პოლიტიკოსებისადმი ნდობის ტოპ–რეიტინგი შემდეგია:

 რფ–ის პრეზიდენტი პუტინი – 59%

 რფ–ის თავდაცვის მინისტრი ს. შოიგუ – 27%

 რფ–ის პრემიერ–მინისტრი დ. მედვედევი და ЛДПР–ის ლიდერი ვ. ჟირინოვსკი – 16–16%,  რფ–ის კომუნისტური პარტიის ლიდერი გ. ზიუგანოვი – 9%.

 მოსკოვის მერი ს. სობიანინი, ჩეჩნეთის მეთაური რ. კადიროვი და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე – 5%.

 რუსი პოლიტიკოსებიდან არავის ენდობა რესპონდენტთა 14%, ხოლო 11%–მა განაცხადა, რომ პოლიტიკით არ არის დაინტერესებული.

ლევადა–ცენტრი