სამართალი
მცხეთასთან თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანის ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

  საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

 არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი "პიკაპის" ტიპის ავტომობილი შეჯახების შედეგად გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ქალბატონი.

 მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.