აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილი - ირმა ინაშვილს: მინისტრებთან ასეთ რაკურსში საუბარი, რომ თქვენ აუცილებლად ციხეში უნდა იჯდეთ, არ შეესაბამება ჩვენი შეხვედრის ფორმატს

  საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს.

 „თუ თქვენ გაქვთ რაიმე დასაბუთებული პრეტენზია, არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები.  ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ შეკითხვას, მათ შორის ჩემი კაბინეტის წევრი მინისტრობის კანდიდატები, გავცეთ პასუხი“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 ირმა ინაშვილმა პარლამენტში ფრაქციასთან მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრისას რამდენიმე მათგანს განუცხადა,  რომ ისინი  ციხეში უნდა ისხდნენ. 

 რაც შეეხება  დეპუტატ ადა მარშანიას შენიშვნას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სიტყვით გამოსვლისას მას შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს უსმენდა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა - „დღეს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა არის ეკონომიკა. ყველაზე მთავარი გამოწვევა გახლავთ სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის სიღარიბის დაძლევა გახლავთ უპირველესი ამოცანა“.