პოლიტიკა
“თითოეული მხარის მოქალაქე სარგებლობს მეორე მხარის ტერიტორიაზე მრავალჯერადი შესვლის, ტერიტორიიდან გასვლის და საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილი საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით ტრანზიტის და ასევე მეორე მხარის ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის უფლებით,“– აზუსტებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამავე ინფორმაციის თანახმად საქართველოსა და ირანის მოქალაქეებს ვიზის ან საჭირო ნებართვის მიღება მხოლოდ მას შემდეგ დასჭირდებათ, რაც ისინი მეორე მხარის ტერიტორიაზე 45 დღეზე მეტი ხნით დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ შეთანხმებას გასული წლის 3 ნოემბერს მოეწერა ხელი. მაშინვე აღდგა თბილისსა და თეირანს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლაც.