პოლიტიკა
სიმართლე არასდროს ყოფილა პროპაგანდა! - ემირ კუსტურიცა

  საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. სერბმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ  სააგენტო Sputnik-ს განუცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ევროპაში პანიკა დაიწყო, რომელიც გამოვლინდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიმართ. ევროკავშირში პანიკა იმის გამო ატყდა, რომ აშშ-ში გამოჩნდა ახალი ისთებლიშმენთი, რომელმაც ვერ მოასწრო ძველ მმართველ ელიტასთან შეთანხმება, რომელსაც კლინტონები და ფინანსისტი ჯორჯ სოროსი მართავდნენ: "პატრონის (რომელიც აშკარად სხვაგვარად აპირებს მოქცევას) შეცვლის შემდეგ ამტყდარი ეს პანიკა რომ არა, იქნებ მიმეღო კიდეც მათი იდეა, რომ ისინი მართლაც მათი წინააღმდეგი არიან, ვინც სიმართლეს ამბობს და, მათი ლოგიკით, პროპაგანდის ცენტრად გადაიქცევა. მაგრამ სიმართლე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არასდროს ყოფილა პროპაგანდა!  RT -სა და "სპუტნიკის" დადანაშაულება პროპაგანდაში იგივეა, პინოქიოს თავისი შემქმნელი ტყუილში რომ დაედანაშაულებინა..."

 სააგენტო Sputnik-მა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევაა. ამასთან დაკავშირებით Sputnik მოუწოდებს ევროკავშირს, არ დაუშვას სახელმწიფო ცენზურის შემოღება.