საზოგადოება
"მხოლოდ კამათში იბადება ჭეშმარიტება!" - მარია ზახაროვა

  საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრის წარმომადგენელმა ტელეარხ "როსია-1"-ის პროგრამის "საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან ერთად" ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციას რუსულ მასმედიასთან დაპირისპირების შესახებ "ჭუჭყიანი ქაღალდის ნაგლეჯი" და "საინფორმაციო დანაშაული" უწოდა: "ეს ბოროტმოქმედებაა, როცა ტერორიზმის, ფუნდამენტალიზმის სახით რეალური საფრთხის, უფრო მეტიც, ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის სახით საკვები გარემოს არსებობისას, სრულიად სხვა მხარეს ცდილობენ გადაიტანონ საერთაშორისო საზოგადოების მზერა".

 დიპლომატის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსები ამგვარი გადაწყვეტილების მიღებით დანაშაულს სჩადიან, რადგან საშუალებას არ აძლევენ ადამიანებს, გააანალიზონ და იფიქრონ ინფორმაციის ალტერნატიული წყაროებიდან გამომდინარე. "მხოლოდ კამათში იბადება ჭეშმარიტება, მხოლოდ რამდენიმე არგუმენტის არსებობის შემთხვევაში შეიძლება მიხვედრა, როგორ უნდა იმოქმედო მომავალში. აი, ეს ჭუჭყიანი ქაღალდის ნაგლეჯი, რომლისთვისაც დადებითი ან უარყოფითი ხმის მიცემაც კი შერცხვათ და 200 ადამიანმა, უბრალოდ, თავი შეიკავა, რათა ჩათრეული არ ყოფილიყო ამ პროცესში, აი, ეს ქაღალდის ნაგლეჯი ინფორმაციული დანაშაულის მტკიცებულებაა", - თქვა ზახაროვამ.