უცხოეთი
დონალდ ტრამპ-უმცროსმა რუსეთის მომხრეებთან სირიის საკითხზე მოლაპარაკებები გამართა

  საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსმა ვაჟმა დონალდ ტრამპ-უმცროსმა შეხვედრა გამართა ბიზნესისა და პოლიტიკის წარმომადგენლებთამ რომლებიც სირიის საკითხში მხარს რუსეთს უჭერენ. მოლაპარაკებები პარიზში გაიმართა ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში.

 ღონისძების ორგანიზატორი საფრანგეთის პოლიტიკური და საგარეო ურთიერთობების ცენტრი იყო. მონაწილეთა შორის იყვნენ სირიელი რანდა კასისი - ზომიერი ოპოზიციის ერთ-ერთი ჯგუფის ლიდერი, რომელიც სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან დიალოგის მომხრეა. აშშ-ში გამართული არჩევნების შემდეგ კასისმა თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს მისი ვაჟის მეშვეობით მიაწოდა აზრი ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ.