საზოგადოება
ირმა ინაშვილი: „ქართული ოცნება“ იმსახურებს იმას, რაც მინისტრობის კანდიდატთა მოსმენისას ხდება

  საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი.  „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მინისტრობის კანდიდატების მისამართით დასმული კითხვების შინაარსის გამო „ქართულ ოცნებას“ საყვედურობს. 

 „ქართული ოცნებაიმსახურებს იმას, რაც ახლა  დარბაზში ხდება. იმსახურებს იმ შეკითხვებს, რაც იმ ადამიანების მხრიდან მოდის, რომლებიც თვლიან, თითქოს პოლიტიკური ტერორი არ იყო ამ ქვეყანაში. ძალიან მაინტერესებს, ჟვანია ვინ მოკლა და იყო თუ არა ეს პოლიტიკური ტერორი. ძალიან მაინტერესებს, გურამ შარაძე როგორ მოკლეს და იყო თუ არა ეს პოლიტიკური ტერორი. კიდევ არაერთი პოლიტიკური ტერორის მაგალითი გინდათ შეგახსენოთ?! მაგრამ იმსახურებთქართული ოცნებაამას, რადგან თქვენ გააცოცხლეთ ეს ხალხი, თქვენ შეუწყვეთ ხელი ამათ გათეთრებას, ამათ შემოყვანას და დამკვიდრებას ქართულ პოლიტიკაში, თორემ დღეს არ იქნებოდნენ წარმოდგენილნი 27 დეპუტატით პარლამენტშიეს არის ტრაგედია“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ძალოვანი მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

 ამასთან, მისივე თქმით, დღემდე აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ მოხერხდა ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღება.

 „გაუგებარია, როგორ მოხდა და რატომ ვერ იმუშავეს სათანადო სტრუქტურებმა, რომ ინტერპოლს არ მოეხსნა ძებნილის სტატუსი ადეიშვილისთვის. მე ვიცი, რომ არართ საქმეშია ბრალდებული და სისხლის სამართლის დამნაშავეა, უნდა ჩამოაბრძანოთ აქ და გაასამართლოთ“, - აღნიშნა ინაშვილმა.

 "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა კითხვები დასვეს კრიმინალის ზრდის, პოლიტპატიმრების და ე.წ. ნარუშილოვკების შესახებ.