საზოგადოება
საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ სამხედრო შეთანხმებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო ხედავს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციებს და მათ თავიდან ასაცილებლად შესაბამის ნაბიჯებს დგამს, მათ შორის - აძლიერებს ქართული არმიის საბრძოლო შესაძლებლობებს.
„ძალიან კრიტიკულია ჩვენი პოზიცია, ჩვენ ვთქვით ამის შესახებ არაერთგზის. ჩვენი ამოცანაა ქვეყნის განვითარება, თავდაცვის სისტემის ფარგლებში ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, რაც არის საუკეთესო პრევენცია ყოველგვარი საფრთხის აცილებისთვის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.