სამართალი
შსს-მ მკვლელობის ფაქტი გახსნა

  საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ო.. - განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო დ.. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

 ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას ნაცნობს - გ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი რამდენიმე საათის შემდეგ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით ო.-მ ცხედარი თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსში დამალა.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.