აქტუალური
საგარეო ვალის მოცულობა ერთი წლის განმავლობაში 16.4 პროცენტით გაიზარდა

valiXსაქართველოს საგარეო ვალის მოცულობა ერთი წლის განმავლობაში 16.4 %-ით გაიზარდა.

2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალდებულებები 3 936 882 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 3 381 513 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2010 წლის 31 დეკემბრისათვის ქვეყნის ორმხრივი კრედიტორების მიმართ ვალის ნაშთი 556.953 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის ავსტრიის მიმართ - 470 ათას აშშ დოლარს; აზერბაიჯანის მიმართ – 14.186 მლნ აშშ დოლარს; თურქმენეთის მიმართ - 211 ათას აშშ დოლარს; თურქეთის მიმართ – 29.972 მლნ აშშ დოლარს; ირანის მიმართ – 11.081 მლნ აშშ დოლარს; რუსეთის მიმართ – 116.654 მლნ აშშ დოლარს; სომხეთის მიმართ – 16.837 მლნ აშშ დოლარს; უზბეკეთის მიმართ - 348 ათას აშშ დოლარს; უკრაინის მიმართ - 318 ათას აშშ დოლარს; ყაზახეთის მიმართ – 27.774 მლნ აშშ დოლარს; ჩინეთის მიმართ – 4.541 მლნ დოლარს; გერმანიის მიმართ – 226.11 მლნ აშშ დოლარს; იაპონიის მიმართ – 59.125 მლნ აშშ დოლარს; ქუვეითის მიმართ – 25.903 მლნ აშშ დოლარს; ნიდერლანდების მიმართ – 7.88 მლნ აშშ დოლარს; აშშ-ის მიმართ - 35.264 მლნ აშშ დოლარს, ხოლო საფრანგეთის მიმართ – 6.217 მლნ აშშ დოლარს.

ამასთან, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალი - 500 მლნ აშშ დოლარს, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ვალის ნაშთი კი 2.85 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიმართ (განვითარების საერთაშორისო ასოციაცია და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ასოციაცია) - 1.37 მლრდ დოლარს, ევროგაერთიანების მიმართ – 17.895 მლნ აშშ დოლარს; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიმართ – 21.536 მლნ აშშ დოლარს; საერთაშორისო სავალუტო ფონდის (მიმღები - ეროვნული ბანკი) მიმართ - 1.05 მლრდ აშშ დოლარს; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის მიმართ – 46.55 მლნ აშშ დოლარს; აზიის განვითარების ბანკის მიმართ – 320.808 მლნ აშშ დოლარს, ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკის მიმართ – 36.002 მლნ აშშ დოლარს.

გარდა ამისა, 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ნაშთი 3.392 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანად გერმანიის წინაშე აღებული ვალდებულებაა.