პოლიტიკა
საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ალავიძის თქმით, სამომავლოდ უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.
“პროექტებს შორის არის რვაასი კილომეტრის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, ხიდები, ესტაკადები გვირაბები. ვგეგმავთ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. ვმუშაობთ ქვეყნის სივრცით მოწყობაზე. საკადრო ცვლილებებზე მოგვიანებით მოგახსენებთ”, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
შეგახსენებთ: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ალავიძემ 2012 წელს პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული რაოდენობის თანხა შესწირა.