უცხოეთი
NYT: ტრამპს პუტინთან ურთიერთობების მოწესრიგება სურს

  საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ რფ–ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების მოწესრიგება სურს, თუმცა მხარს არ უჭერს ორ ქვეყანას შორის „გადატვირთის“ იდეას, – იტყობინება გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“.

 როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ამერიკის ახალმა ლიდერმა განაცხადა, რომ „არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ პუტინს ესაუბრა, თუმცა, დეტალები არ დაუზუსტებია“.

 „მან თქვა, რომ კარგი იქნებოდა პუტინთან ურთიერთობების მოწესრიგება, თუმცა უარყო იდეა ურთიერთობების დათბობის შესახებ, რომელსაც „გადატვირთვას“ დაარქმევდა“, – იუწყება გაზეთი.