უცხოეთი
ტრამპი: აშშ–მა არ უნდა გაატაროს სხვა სახელმწიფოების მშენებლობის პოლიტიკა

  საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ თვლის, რომ აშშ–მა სხვა სახელმწიფოების მშენებლობის  და იქ რეჟიმების ცვლის პოლიტიკა უნდა გაატაროს. ეს განცხადება მან გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

 სირიის შესახებ კითხვაზე პასუხისას ტრამპმა მოკლედ განაცხადა, რომ „ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას“. მან ასევე დასძინა, რომ სირიის საკითხისადმი მისი პოზიცია სხვების შეხედულებებისგან მკაფიოდ განსხვავდება.