უცხოეთი
საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ჩერნოგორის დანილოვგრადში გამოჩნდა ბილბორდი ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის გამოსახულებით.
„მოდი, ერთად კვლავ ვაქციოთ მსოფლიო დიადად!“ - იუწყება ლოზუნგის ტექსტი რუსულ და ინგლისურ ენებზე.
სანამ ჩერნოგორიაში აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის რეკლამირებას ახდენენ, ბილბორდზე გამოსახული ორი ლიდერი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრა.
რფ-ის პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის ახალარცეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ტრამპმა დაადასტურა თავისი განზრახვა მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში. მართალია, კონკრეტულ შეხვედრაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ამ შეხვედრის აუცილებლობას ხაზი გაესვა.