უცხოეთი
საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. მელანია და ბარონ ტრამპები დონალდ ტრამპთან ერთად თეთრ სახლში საცხოვრებლად არ გადავლენ. ამის შესახებ თავად ტრამპმა განაცხდა.
აშშ-ის არჩეული პრზიდენტის თქმით, მეუღლე და შვილი მას თეთრ სახლში მოგვიანებით შეუერთდებიან, მას შემდეგ რაც 10 წლის ბარონი სასწავლო წელს დაამთავრებს.
შესაბამისად, ინაუგარაციის შემდეგ თეთრ სახში ტრამპი ცოლ-შვილის გარეშე გადავა, მელანია და ბარონი კი ნიუ-იორკში, ტრამპ თაუერში დარჩებიან.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმოამდგენლის განცხადებით, ეს ხელს არ შეუშლის 46 წლის ყოფილ მოდელს, პირველი ლედის ფუნქციები შეასრულოს და ვაშინგტონში მაშინ ჩავა, როდესაც ამას აუცილებლობა მოითხოვს.