სამართალი
საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი რ. ნ. ბათუმში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას 224 აბი სუბუტექსი ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.