საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პატრიარქი კირილე (ვლადიმერ) გუნდიაევი 1946 წლის 20 ნოემბერს, ლენინგრადში დაიბადა.
სწავლობდა ლენინგრადის სასულეირო სემინარიასა და აკადემიაში.
1969 წლის 3 ნოემბერს იგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა კირილე. 7 აპრილს აკურთხეს ბერდიაკვნად, ხოლო 1 ივნისს - მღვდელმონოზვნად.
1971წლის 12 სექტემბერს დაადგინეს არქიმანდრიტად.
1971-1974 წლებში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (ჟენევა).
1976 წლის 14 მარტს არქიმანდრიტი კირილი გამოირჩიეს ვიბორგის ეპისკოპოსად და ლენინგრადის დიოცეზის ვიკარად.
1977 წლის 2 სექტემბერს აიყვანეს მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
1984 წლიდან პატრიარქად იტრონიზაციამდე იყო სმოლენსკისა და კალინინგრადის (1986 წლიდან) მღვდელმთავარი.
1989 წლის 13 ნოემბერს აირჩიეს სინოდის მუდმივ წევრად და ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელად.
1991 წლის 25 თებერვალს ებოძა მიტროპოლიტობა.
2009 წლის 27 იანვარს რუსეთის ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ მიტროპოლიტი კირილე გამოირჩია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად.
მისი უწმინდესობის ინტრონიზაცია 2009 წლის 1 თებერვალს შესრულდა.
პატრიარქი კირილე უშუალოდ ხელმძღვანელობს არაერთ სინოდალურ კომიტეტს, არის ევროპის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის საპატიო პროფესორი. იგი ავტორია რამდენიმე წიგნისა და 700-მდე პუბლიკაციისა, დაჯილდოებულია თითქმის ყველა ადგილობრივი ეკლესიის უმაღლესი ორდენით, ასევე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოთი.