რელიგია
უწმინდესი პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა

  საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. 2016 წლის 19 ნოემბერს პატრიარქის რეზიდენციაში დანიელის მონასტერში გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის შეხვედრა.

 „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ძვირფასო მაღალყოვლადუსამღვდელოესო და ყოვლადუმაღვდლოესო მეუფენო, გულითად მადლობას გიხდით მოსკოვში ვიზიტისათვის ჩემი დაბადების 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ჩემთვის თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის აქ ყოფნა განსაკუთრებით ძვირფასია. საწინამძღვრო მსახურების ხანგრძლივობით თქვენ ბრძანდებით ყველაზე ასაკოვანი ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთა შორის, და თქვენი ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასთან.

 ჩემი ბიოგრაფია გადახლართულია თქვენ ბიოგრაფიასთან: ჩვენ ბევრი მოვლენის მონაწილეები ვიყავით - როგორც სასიხარულო, ისე სამწუხარო, რომლებიც  მაშინ საბჭოთა კავშირში მცხოვრები მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრებაში ხდებოდა. თუმცა, მოგვიანებითაც ჩვენ შორის ურთიერთობა ყოველთვის იყო კეთილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და ღია. ვფიქრობ, ამან დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ ჩვენ ეკლესიებს შორის კარგი ურთიერთობ შენარჩუნებული.

 თუკი დიპლომატები და პოლიტიკოსები, ჩვეულებრივ, ცნობიერების დონეზე მუშაობენ, ბიზნესმენები კი საფულისა და კუჭის დონეზე, ეკლესიები - ადამიანთა გულების დონეზე ურთიერთობენ. ადამიანთა გულების ამ კავშირის გარეშე ვერ იქნება კარგი ურთიერთობა ქვეყნებსა და ხალხებ შორის. ამიტომ ვანიჭებ უდიდეს მნიშვნელობას თქვენ ვიზიტსა და რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენ ხალხებს შორის კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში”, - ამ სიტყვებით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს.

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და თავისი სახელით გულითადად მიესალმა უწმინდეს პატრიარქ კირილს: “ჩვენ თქვენი უწმინდესობის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავ ზეიმზე ჩამოვედით და გვინდა, თქვენდამი კეთილი სურვილები გამოვხატოთ, აგრეთვე, მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვოთ თქვენს ეკლესიასა და სამშობლოს. რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოებისთვის, ჩვენი ხალხებისთვის. ჩვენი ეკლესიები მაგალითს აძლევენ პოლიტიკურ მოღვაწეებს ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობაში. ნდა ვთქვა, რომ გასულ წლებში საქართველოში არასდროს ყოფილა ამდენი დამსვენებელი რუსეთიდან, როგორც ახლა. და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. ვისურვებდით, ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.

 საუბრის დროს, რომელიც თბილ მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა, განხილული იქნა ხალხებსა და ეკლესიებს შორის ურთიერთობის, ზოგადმართლმადიდებლურ დონეზე თანამშრომლობის თემები. რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა ერთმანეთს ძვირფასი სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა მიიღო.