პოლიტიკა
ბრიჯიტ ბრინკი: ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება

  საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 ბრიჯიტ ბრინკმა გიორგი კვირიკაშვილს  საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.

 „ეს არის მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლების საქმიანობისადმი  მაღალი ნდობის გამოხატულება. ეს არის ძალიან დიდი მანდატი და შესაძლებლობები ამ ხელისუფლებისთვის, რათა განახორციელოს ის გეგმები, რაც აქვს დასახული, –აღნიშნა ბრინკმა შეხვედრაზე.

 მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობის ძირითადი საკითხები, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები.