სამართალი
საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ი.მ. რუსთავში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.მ. სისტემატურად ყიდდა ნარკოტიკულ საშუალებას.
ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.