საზოგადოება
საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. გასულ პარასკევს, 18 ნოემბერს “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულმა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით მიმართა. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს ნდობისთვის.
მისი თქმით, პარლამენტმა პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლების შექმნა უნდა გააგრძელოს, საგარეო პოლიტიკური ამოცანების თანმიმდევრული განხორციელება უნდა უზრუნველყოს.
კობახიძის განცხადებით, ევროკავშირთან, აშშ-სთან უნდა გაღრმავდეს პარტნიორობა.
"მომდევნო 4 წლის განმავლობაში პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითრების პროცესის შეუქცევადი განვითარება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.