სამართალი
პრეზიდენტმა პარლამენტს მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის შესამუშავებლად ევროკავშირის მისიის მოწვევისაკენ მოუწოდა

   საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მოუწოდა, მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისია მოიწვიოს.

 აღნიშნული განცხადება  პრეზიდენტმა გასულ პარასკევს, 18 ნოემბერს,  საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ქუთაისში გააკეთა.

 „სასამართლო სისტემის გაჯანსაღება არის ახალი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა“, - განაცხადა მან.