საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის განცხადებით, ამ ადამიანების უფლებების აღდგენა, ერთი მხრივ, სამართლიანობის საკითხია, ხოლო მეორე მხრივ - რეალური წინაპირობაა შერიგებული, უფრო სტაბილური საზოგადოების შესაქმნელად.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გამოჩნდა ისიც, რომ პოლიტიკოსებს ხშირ შემთხვევაში მუდმივი პედალირება უფრო აძლევთ ხელს და არა პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა პიროვნული ტრაგედიების გადაწყვეტა.
„ამ ადამიანების ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საკმარისი დრო გავიდა, თუმცა, დღემდე მათი უმრავლესობა უმუშევარია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იმყოფება მძიმე მატერიალურ პირობებში და კვალავაც რჩება ნასამართლევი.
ეს საკითხი მე შარშან, ყოველწლიურ მოხსენებაშიც წამოვწიე. შედეგად პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, გააგრძელონ ბრძოლა საკუთარი უფლებების აღსადგენად სასამართლო ინსტანციებში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.