პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა 150 ახალარჩეული წევრის უფლებამოსილება ცნო

   საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. კონსტიტუციის თანახმად, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გასულ პარასკევს, 18 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.

 სიტყვით გამოვიდა ცესკოს თავმჯდომარე. თამარ ჟვანიამ კანონმდებლებსა და მიწვეულ სტუმრებს საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გააცნო.

 “ქართულ ოცნებას” პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს, “ნაციონალურ მოძრაობას” - 27, “პატრიოტთა ალიანსს” - 6, დეპუტატებს შორის არის ერთი მაჟორიტარი დეპუტატი “მრეწველებიდან” (ხაშურის მაჯორიტარი სიმონ ნოზაძე) და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი (მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი).

 პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩეული იქნა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ვიცე–სპიკერებად – თამარ ჩუგოშვილი (პირველი ვიცე–სპიკერი), გია ვოლსკი და ზვიად ძიძიგური („ქართული ოცნება“), ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“) და სერგი კაპანაძე („ნაციონალური მოძრაობა“).

 “ქართული ოცნების” უმრავლესობას სათავეში ჩაუდგა არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე გახდა.