უცხოეთი
საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლეპერი თანამდებობას ტოვებს. კონგრესში გამართულ მოსმენებზე კლეპერმა განაცხადა, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა, თუმცა თანამდებობაზე დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დარჩება.
"მე მუშაობის 64 დღე დამრჩა", - აღნიშნა სადაზვევრო სამსახურის 75 წლის უფროსმა.
ჯეიმს კლეპერის თქმით, ამჟამად აშშ ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
ნაციონალური დაზვევრის დირექტორის თანამდებობა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, ამერიკული სპეცსამსახურების რეფორმის ფარგლებში შეიქმნა.
ჯეიმს კლეპერი აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორად 2010 წლის აგვისტოში დაინიშნა.