უცხოეთი
"უკრაინსკაია პრავდა" - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის საკითხს განიხილავენ

   საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა”, უკრიანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემის წყარო აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილისთვის, კანონის თანახმად, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა შეუძლებელია, ამიტომ ახლა ადმინისტრაციაში მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხს განიხილავენ.

“უკრაინსკაია პრავდამ” მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურს მიმართა, თუმცა იქ განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.