პუბლიკაციები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდა

   საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოყენებულია გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა.

 ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 "საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 ნოემბრის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოყენებულია საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა",-ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.