რელიგია
საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში იმყოფება

   საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

 პატრიარქი მოსკოვში 17 ნოემბერს ჩავიდა. ილია მეორეს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდნენ რუსული ეკლესიის წარმომადგენლები, ასევე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი მირიანი (შენგელია).

 საქართველოს პატრიარქთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მონაზონი ალექსანდრა იასიბაში.