საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. Sputnik.მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა (80%) მიიჩნევს, რომ მასმედია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებისას ერთ-ერთ კანდიდატთან მიმართებით ტენდენციური იყო. ამასთან, ამერიკელთა ნახევარზე მეტმა (59%) უპასუხა, რომ არაობიექტური იყო როგორც ლოკალური, ისე ნაციონალური მედია-საშუალებები. გამოკითხვა კვლევითმა კომპანია TNS UK-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა.
გამოკითხვის მონაცემების თანახმად, ამერიკელთა 16% მიიჩნევს, რომ ნაციონალური მასმედია უპირატესობას ერთ-ერთ კანდიდატს ანიჭებდა, ამასთან ლოკალური მედია-საშუალებები ობიექტურობას ინარჩუნებდნენ. გამოკითხვაში მონაწილეთა 5% კი პირიქით, მიიჩნევს, რომ მხოლოდ ლოკალური მასმედია იყო ტენდენციური, ხოლო ნაციონალური —არა. მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ამერიკული მედია-საშუალებები საზოგადოებას კანდიდატები სშესახებ დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდიდნენ, მხოლოდ 20% შეადგინა.
კითხვაზე, „თუ განვიხილავთ აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიას, როგორ თვლით, კანდიდატებთან მიმართებით რამდენად მიკერძოებული იყო მასმედია“, 18-დან 64 წლამდე ასაკის 1012-მარესპონდენტმა უპასუხა. გამოკითხვაში მონაწილეები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით ასახავენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.