საზოგადოება
ჯუმბერ კირვალიძე “გირჩს” მიმართავს – გაპიარებისთვის დათესვას დაბოლება სჯობია!

   საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ამასაც მოვესწარით საქართველოში, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც ისედაც ეგზოტიკური სახელწოდებისაა – გირჩი” – მისი ლიდერების სახით (ჯაფარიძე, კუბლაშვილი, ხაჩიძე, მელაძე და სხვა “პოლიტიკოსები”), 31 დეკემბერს (საახალწლოდ) პირდაპირ ეთერში განახორციელებს, მცენარე მარიხუანას” (კანაფი) დათესვას! როგორც ისინი ამბობენ, ეს აქცია “საპროტესტო” ხასიათისა იქნება და ამით ისინი მოითხოვენ მარიხუანის მოხმარების (მოწევის) ლეგალიზაციას და შესაბამისად, დეკრიმინალიზაციას! ორი აზრი არ არსებობს, რომ ქართული საზოგადოებისათვის ეს მეტად მტკივნეული თემაა, რომელიც ყურადღებას, დროულ და სამართლიან გადაწყვეტას იმსახურებს, მაგრამ, განა ამგვარად, როგორც “გირჩელები” აპირებენ?.. ჩემი აზრით, მათი ეს განზრახვა წმინდა წყლის იაფფასიანი პოპულიზმია, რომლის მიზანი ახალგაზრდა თაობის საარჩევნო ხმების მოპოვებაა! ისე, “გირჩელებს” ვურჩევ, თუ მაინცადამაინც ამის გაკეთებას გეგმავენ და უნდათ, რომ უფრო “მაგრად გაპიარდნენ”, მაშინ კანაფი (მარიხუანა) კი არ დათესონ, არამედ, პირდაპირ ეთერში გააბოლონ (“დაბოლდნენ”), რასაც უფრო მეტი ეფექტი და “გამოხმაურება” ექნება – “საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე”!.. P.S. “გირჩი”! – გაპიარებისთვის დათესვას დაბოლება ჯობია”! – აცხადებს ანალიტიკოსი ჯუმბერ კირვალიძე.