სამართალი
საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა გ.ც. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ც. ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად”. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. გ.ც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა.