სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

   საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლობის მთავარი სპეციალისტი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში მერი მთიულიშვილი დააკავეს.

მერი მთიულიშვილმა მოქალაქეს საქონლის ყალბი წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 დან 9 წლამდე.