პოლიტიკა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების საერთო სიგრძე 2148 კილომეტრია. აქედან, 446 კილომეტრია აზერბაიჯანთან. საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 1993 წლიდან მუშაობს. 17 წლის განმავლობაში საზღვრის დაახლოებით 65% (300 კმ) დაზუსტდა, თუმცა საზღვარი დადგენილი ამ დრომდე არ არის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დადგენას დავით გარეჯი აფერხებს. აზერბაიჯანის მიწისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის – გარიბ მამედოვის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, კეშიკჩის გორაზე, განლაგებული მონასტერი ალბანური წარმოშობისაა.