საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სამშაბათს ფრაქცია "ედინაია როსიას" გასვლით სხდომაზე ექსპოცენტრში, თავის გამოსვლაში კომენტარი გაუკეთა ალექსეი ულუკაევის საქმეს.
"ეს მძიმე მოვლენაა ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის. მომხდარი ჩემი გაგების ზღვარს მიღმაა. გუშინ ამაზე პრეზიდენტთან ვიმსჯელეთ, იგი ამავე აზრისაა", – განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა დეტალურად უნდა გამოიძიონ მომხდარი.
„ამ და ნებისმიერი მსგავსი ისტორიიდან რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ერთი დასკვნა გამომდინარეობს: ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი, არც მინისტრი, არც დეპუტატი, არც გუბერნატორი და არც სხვა რომელიმე სახელმწიფო მოსამსახურე არ ფლობს იმუნიტეტს კორუფციული დანაშაულის ჩასადენად”, – განმარტა პრემეირმა.
ულუკაევს ბრალი ედება სახელმწიფო ნავთობ კომპანია Роснефти -საგან 2 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღება, რის სანაცვლოდაც მან ხელი მოაწერა ხსენებული კომპანიის მხრიდან Башнефть -ის აქციების ყიდვას.
გადაყენებულ მინისტრს სულ ცოტა 15 წლის პატიმრობა ელის, მაგრამ, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ ჯერჯერობით მას შინაპატიმრობა მიუსაჯა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება.