უცხოეთი
აშშ–ის სახდეპმა სირიაში რუსეთის მიერ განახლებული ავიაიერიშები დაგმო

  საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშებს გმობს,- ამის შესახებ აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ელიზაბეტ ტრიუდომ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ურთიერთობების საკითხს ჟენევაში დააყენებს. "ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსული არმიისა და სირიის რეჟიმის ავიაიერიშებს. ბოლო ინფორმაციით, ისინი ხუთ საავადმყოფოსა და ერთ კლინიკას თავს დაესხნენ ", - განაცხადა მან.

 ელიზაბეტ ტრიუდოს თქმით, ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა.

 ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანთა უფლებათა დაცვის ობსერვატორიის ცნობით, 15 ნოემბერს, სირიის ქალაქ ალეპოში კიდევ ერთი საავადმყოფო დაბომბეს - ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში უკვე მესამე ავიაიერიშია.  მანამდე, ადამიანთა უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ სირიის საჰაერო ძალები რუსული ავიაციის მხარდაჭერით მოქმედებდნენ.

 რუსეთის თავდაცვის უწყება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მათი თვითმფრინავები მხოლოდ ექსტრემისტების პოზიციებს ბომბავენ.