პუბლიკაციები
ნიკოლოზ მჟავანაძე -არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს. უჩა ნანუაშვილი, მისი მეუღლე და მეგობრები ,,ქრისტიანული კავშირის’’ სექტის წევრებია

  ყოველთვის დიდ გაკვირვებას იწვევდა ჩემში ის ფაქტი, თუ რატომ ებრძოდა ასე გამალებით  სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, რატომ აღვივდებდა თავისი განცხადებებით ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს.  ბევრი სვამდა ამ კითხვას და კონკრეტულ პასუხს ვერ იღებდა. მე ვიპოვე კითხვაზე პასუხი. -განაცხადა ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც სახალხო დამცველ  უჩა ნანუაშვილის და მასთან დაახლოებული პირების რელიგიურ სექტაში ყოფნას ეხება.’’ 

 ,,ნათქვამია -არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს.  ჩემს მიერ დადგენილი იქნა, რომ უჩა ნანუაშვილი, მისი მეუღლე ირმა მამასახლისი და მისი მეგობრები არიან საქართველოში არსებული სექტის ,,ქრისტიანთა კავშირის’’ წევრები და ეს კავშირი თავის მხრივ გაწევრიანებულია  გლობალური სექტის ,,ქრისტეს ეკლესიის’’ რიგებში, რომელსაც თავისი ფილიალები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში  მათ შორის საქართველოშიც გააჩნია. ,,ქრისტიანთა კავშირი’’ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში საიდენტიფიკაციო კოდით 200255650. ამ კავშირის დირექტორი და დამფუძნებელია უჩა ნანუაშვილის ცოლი ირმა მამასახლისი. ასევე უჩა ნანუაშვილის მეგობრები მიხეილ და ეკა მათითაიშვილები, იური სოროკინი და ნინო ღვედაშვილი. ნინო ღვედაშვილი მუშაობს უჩა ნანუაშვილის და ამჟამად მისი მეუღლის ირმა მამასახლისის  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრში’’ , ხოლო მისი მეუღლე ლაშა ღურჭუმელია სახალხო დამცველის აპარატში მძღოლად. როგორც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციითა და  დასაბუთებული ვარაუდით ირკვევა  უჩა ნანუაშვილი, რომელიც მართალია ორგანიზაციის ამონაწერში არ ფიგურირებს  ფაქტობრივად ლიდერია ამ  სექტისა. ის ქადაგებს სექტის წევრებთან და მუშაობს  სექტის  რიცხოვნობის გაზრდაზე.  დასტურად გამოდგება ის მარავალრიცხოვანი შეხვედრები და აქტივობები, რომელის სექტის მიერ იმართება და ამის შესახებ გვაუწყებს  როგორც ,,ქრისტიანთა კავშირის’’ საიტი   http://christianunofgeorgia.jimdo.com/ , ასევე ,,ქრისტეს ეკლესიის’’  საიტიც   http://icocnews.ru/blizhnee-zarubezhe/khoroshie-novosti-iz-tbilisi.html#axzz4PudDvNBI.

 ერთ ერთი ასეთი შეხვედრისას 2010 წელს ფოტოზე სწორედ უჩა ნანუაშვილია გამოსახული, მაგრამ მას შემდეგ რაც ის სახალხო დამცველი გახდა მოხდა ფოტოს მონტაჟი და ის ამოჭრილია ფოტოდან რისი დამადასტურებელი დოკუმენტები ექსპერტების პოზიციითურთ გაგვაჩნია.

 ,,ქრისტეს ეკლესიის’ სექტის  სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში . სექტას ყავს თავისი წარმომადგენლები სხვადსხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში.  არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და დასაბუთებული ვარაუდი რომ სწორედ სექტის გავლენიანი პირების  მუშაობის შედეგად  მოხდა უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველად.

 როგორც რელიგიურ თემაზე მომუშავე მედია საშუალებები გვამცნობენ: ,,ქრისტეს ეკლესია" აშშ-ში დაარსდა 1979 წელს, როცა ბოსტონში, პატარა პროტესტანტულ საზოგადოებაში, დაინიშნა ახალი პასტორი კიპ მაკკინი. როცა მაკკინმა საკუთარი მოძღვრების ქადაგება დაიწყო, მრავალმა მორწმუნემ მიატოვა სამწყსო, მაგრამ მალე გამოჩნდნენ ახალმოქცეულებიც. არსებობის პირველი 10 წლის მანძილზე მაკკინის სწავლების მიმდევართა რიცხვმა ძალზე იმატა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დაფუძნდა ახალი ეკლესიები. სექტა დღემდე იზრდება, მისი მოძღვრება მსოფლიოს სულ უფრო მეტ ქვეყანას სწვდება. ეს სექტა ჩვენს ქვეყანაში 1993-94 წლებში შემოვიდა. სექტისთვის დამახასიათებელია წმინდა წერილის უკიდურესად პრიმიტიული განმარტებები, განსაკუთრებით აგრესიული მეთოდების გამოყენება, ზეწოლა პიროვნებაზე. მისი მიზანია, ჩაუხშოს ადამიანს კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი. სექტისთვის განსაკუთრებით ნიშნეულია ე.წ. "დამრიგებლობითი" სისტემა, რომლის მიხედვით, "მოძღვრის" ყოველი სიტყვა "მოწაფისთვის" უმაღლეს კანონად ითვლება.’’ განაცხადა    ნიკოლოზ მჟავანაძემ.