სამართალი
სახელმწიფომ ტყეკაფების ათვისების ვადა ორი წლით გაახანგრძლივა

tyekafiხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების მქონე პირებს ტყეკაფების ათვისება გაუხანგრძლივდათ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია საუბარი. მთავრობის დადგენილებით კი, 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, რომლებსაც ტყეკაფები დამაგრებული აქვთ 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 11 აგვისტომდე უფლებამოსილი არიან, განაგრძონ ტყეკაფების ათვისება ტყეკაფის დამაგრებიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2010 წლის განმავლობაში 500 ჰექტარი ფართობი დაუდევრობის შედეგად დაიწვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სექტემბერში უცნაური ხანძრების მიერ მიყენებული ზარალი.

1 სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე მომხდარი ხანძრების ქრონიკა ასეთია:

1 სექტემბერს რაჭაში გაჩნდა. სოფელ გლოლაში ხანძარი 5 ჰექტარზე გავრცელდა.

1 სექტემბერს ჩოხატაურში ჩაის პლანტაციის 20 ჰექტრამდე მიწა დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობი.

2 სექტემბერს ვენახები დაიწვა გურჯაანის რაიონის სამ სოფელში: შაშიანში,

კარდენახსა და გურჯაანში; ჯამში, დაახლოებით – 2 ჰექტარი ვენახი. ხანძრის

გაჩენის მიზეზი და ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

5 სექტემბერს ხანძარი მცხეთაში გაჩნდა.

6 სექტემბერს ხანძარი ყვარლის ტყეს მოედო. ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან 5 კილომეტრში 20 ჰექტარ ტყეს ეკიდა.

7 სექტემბერს რაჭაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ჰექტარი ფართობი განადგურდა.

ცეცხლი სოფელ ჭიორის მიმდებარე ტერიტორიას გაუჩნდა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს.

9 სექტემბერს ხანძარი პანკისის ხეობაში გაჩნდა და 20 ჰექტარ ტყის მასივზე გავრცელდა.

14 ნოემბერს ხანძარი მცხეთა–მთიანეთში გაჩნდა. ცეცხლი გავრცელდა ყაზბეგში, თიანეთში, ცხვარიჭამიასა და ახალგორში, რის შედეგადაც ტყის მასივის 20 ჰექტარი დაიწვა.

14 ნოემბერს ხანძარი იმერეთში იყო, ბაღდათის რაიონში 17 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.

15 ნოემბერს ხანძარი ილტოს ხეობასაც მოედო – ახმეტა-თიანეთის საზღვარზე, ილტოს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი დაიწვა.

16 ნოემბერს ხანძარი გუდამაყრის ხეობაში გაჩნდა . საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა 10 ჰექტარი ტყე.

17 ნოემბერს თელავის რაიონში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგად 50 ჰექტარი ტყის ფართობი განადგურდა.

17 ნოემბერს ხანძარი ყვარელში ისევ გაჩნდა და 15 ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა.

18 ნოემბერს ყვარლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ავიაცია გამოიძახეს.

19 ნოემბერს ტყე ლაგოდეხშიც დაიწვა. ხანძარი კაბალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაში, გაჩნდა და 7 ჰექტარ ფართობს მოედო.