სამართალი
შსს-მ არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავა

  საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ე.ს. არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დააკავეს.
 ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილ გოგონას სცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
 დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.