უცხოეთი
დონალდ ტრამპი ლეონიდ გაიდაის კინოს გადაღებაში ეხმარებოდა!

   საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ–ის ახალარჩეული პრეზიდენტი გასული საუკუნის 90–იან წლებში გაიდაის მისი ბოლო კომედიის – „На Дерибасовской хорошая погода, или на Брайтон-Бич опять идут дожди“ – გადაღებაში ეხმარებოდა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ყურადღებით შევხედოთ ტიტრებს ფილმის დასასრულს!

  სხვათა შორის, ეს ერთადერთი ფილმი როდია, რომლის გადაღებაშიც აშშ–ის ახალი პრეზიდენტი მონაწილეობდა. დონალდ ტრამპის ფილმოგრაფიაში 100–ზე მეტი ფილმი და სერიალია, სადაც იგი ან საკუთარ თავს თამაშობს, ანდა კადრში გამოჩნდება. ტრამპის ყველაზე საინტერესო ეპიზოდური როლებია ფილმებში „მარტო სახლში–2“, „ნიუ იორკში დაკარგული“, „სექსი დიდ ქალაქში“, „სამაგალითო მამრი“.