სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

  საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც შსს-ში განმარტეს,  ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების თანახმად, განხორციელდა რამდენიმე პირის ჩხრეკა.

 "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 260-ე მუხლის I ნაწილით და 262-ე მუხლის I ნაწილით. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების თანახმად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა რამდენიმე პირის ჩხრეკა. ჩხრეკის პროცედურა დასრულებულია. დაკავებული არცერთი პირი არ არის", - განაცხადეს შს სამინისტროში.