პოლიტიკა
ეს მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი! - ჯუმბერ კირვალიძე

  საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ეს მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, რომ პოლიტიკოსებმა, რომელთა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 1%-იც კი ვერ მიიღეს, განაცხადონ, რომ ტოვებენ საკუთარ პარტიებს და იწყებენ ახალი პოლიტიკურ გაერთიანების შექმნაზეზრუნვასდევიზით – “მკვდარი მკვდარს აეკიდაო”! ანდა, “ჭკვიანი პოლიტიკოსი”, რომელიც 4 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე და მისი პარტია სამარცხვინო 1,5%-ის მიჯნაზე ჩერდება, როგორახალ პოლიტიკურ ცენტრს შექმნის?…” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ჯუმბერ კირვალიძე.

 “ბურჯანაძე ნათელაშვილს ემსგავსება, რადგანაც მისი რიტორიკა ბიძინა ივანიშვილის პიროვნებასთან მიმართებაში, ერთი-ერთში იმეორებსპირველი ლეიბორისტისრიტორიკას. ეს პოლიტიკური აღსასრულის ნიშანია?.. ამ გზაზე, ალბათ, ბოლო აკორდი იქნება მათიგაერთიანება ერთ ოპოზიციურ ცენტრში და მესამე პირშისაკუთარ პიროვნებებზე საუბარი, რაც სავარაუდოდ თანამდებობების გადანაწილებით დასრულდება – “პრეზიდენტადნინო, “პრემიერადშალვა…!” – წერს ჯუმბერ კირვალიძე.